08:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 14:27:55, 564 ნახვა

საზოგადოება
ქედის მუნიციპალიტეტის მერი - საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი დაბა ქედაში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მომსახურებას

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილ იქნა საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ინკლუზიურ მობილობას და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 

ქედის მუნიციპალიტეტის მერის როლანდ ბერიძის განცხადებით,  საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი დაბა ქედაში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მომსახურებას, ხოლო მიკროავტობუსის ოფიციალური გადაცემის ცერემონია, იაპონიის ელჩის მონაწილეობით მოგვიანებით გაიმართება.
ქედის მუნიციპალიტეტმა გრანტი 77 235 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო, რათა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ინკლუზიური ელექტრო მობილობა, რაც გულისხმობს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი დაბალემისიური გადაადგილების უზრუნველყოფას.
ელექტრო მიკროავტობუსი მინიმალური დანახარჯების გათვალისწინებით შეძლებს მგზავრთა უწყვეტ გადაადგილებას. 

ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics