10:50 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 13:29:23, 346 ნახვა

საზოგადოება
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ იწყება

საქართველოს თავდაცვის ძალები უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებისთვის „დიდგორი 2021“ ემზადება. – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს „დიდგორი 2021“-ის შესახებ ბრიფინგი სწავლების ხელმძღვანელმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა წარუდგინა. მან სწავლების სცენარზე, მიზნებზე, ამოცანებსა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უწყებათშორისი სწავლება წელს მერვედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით მასშტაბურია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. საშტაბო კომპონენტი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში განთავსდება. საშტაბო ნაწილის გარდა, „დიდგორი 2021“ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებსაც მოიცავს.

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნება და 8 - 12 ნოემბერს ჩატარდება. სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლებაში სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics