10:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-31 03:03:34, 2167 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს საბოლოო შედეგებით, თელავი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ხობი და ხელვაჩაური ქართულმა ოცნებამ მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ბოლო მონაცემებით ყველა თვითმართველ ერთეულში სადაც 02:45 საათისთვის 100% დათვლილია, "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.
თელავში სულ55 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 55-ვე და ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება: ლევან ანდრიაშვილი "ქართული ოცნება" 56,89% ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ბოტკოველი 43,01 %.
ხაშურში სულ 53 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 53-ვე უბანზე: "ქართული ოცნება" თენგიზ ჩიტიაშვილი 59.08 % "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იოსებ ბუაძე 40,91 %.
ცაგერში სულ 42 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 42-ვე უბანზე, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" გიორგი ნემსაძე 62,87% " "გახარია-საქართველოსთვის" ბესარიონ ბენდელიანი 37,12%.
ბაღდათის სულ31 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 31-ვე უბანზე: "ქართული ოცნება" კახა ენუქიძე 60,69% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გიორგი რობაქიძე 39,30 %.
წყალტუბოში სულ 69 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 69 -ვე უბანზე, შედეგები ასე გამოიყურება: "ქართული ოცნება" გენადი ბალანჩივაძე 57,16 % "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზაზა მეტრეველი 42,83%.
ხობში 33 სულ საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 33-ვე უბანზე: "ქართული ოცნება" დავით ბუკია 56,78% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბესიკ შენგელია 43,22 %.
ხელვაჩაურში სულ 47 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 47-ვე უბანზე: "ქართული ოცნება" ზაზა დიასამიძე 55, 07% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიშა ბოლქვაძე 44,99 % . 
ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მარტვილში, სენაკში, ოზურგეთსა და თიანეთში, ასევე ბათუმში ხმის დათვლის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics