12:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 14:49:13, 546 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი ამომრჩევლის უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება - მოგიწოდებთ, ნუ დარჩებით სახლში

ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა ჩვენი  ამომრჩევლის უპრეცენდენტო აქტივობა არჩევნებზე - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს არჩევნების გაყალბებას, თუმცა, თუ ამომრჩეველი არჩევნებზე მივა, ვერაფერს შეძლებენ. 

“ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა ჩვენი  ამომრჩევლის უპრეცენდენტო აქტივობა არჩევნებზე, რაც არის უკნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა და ხმა მოგვცა. ასევე, მინდა მოგიწოდოთ ყველას, წინ არის 6 საათი და მიდით ნუ დარჩებით სახლში და გამოხატეთ თქვენი ნება. 

გასაგებია და ვუყურებთ ყველა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოყენოს ყველა ის გაყალბების მეთოდი, რომელიც აქამდეც გამოუყენებია. მაგრამ მერწმუნეთ,  ყველა გაყალბების მცდელობა არის არაეფექტური, როცა ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე. 

პიველ ტურში ჩვენმა მოსახლეობამ აჩვენა რომ გვინდა ცვლილებები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა არჩევნებზე საბოლოო სიტყვას იტყვის და მხარს დაუჭერს წინსვლას და განვითარებას. 

ყველა უბანზე აბსოლუტურად ოცივე მუნიციპალიტეტში შეინიშნება მობილიზება მანქანების, საიდანაც ხდება გაკონტროლება, თუ ვინ მიდის არჩევნებზე. ხოლო, როდესაც პატრულს ვთხოვ რეაგირებას, ისინი სიმბოლურად არიან მობილუზებულები და არ გვეხამრებიან.

ასევე, ისნის მე-17 უბანზე დგას ვერცხლისფერი მიკროავტობუსი და თითოეული “ქართული ოცნების” ამომრჩეველი, მიდის მანდ და აძლევენ თანხას. 

კიდევ ერთი ფაქტი არის კოვიდ ამომრჩველი, რომლებიც რეგისტრაციის მიხედვით აძლევენ ხმას, რაც კანონდარღვევაა და იწვევს საარჩევნო უბანზე დაყოვნებას. 

მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩვენ გვიჭირავს ყველაზე მძლავრი იარაღი- მივიდეთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას. მიდით და მიეცით ხმა.” - ამბობს უდუმაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics