13:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 11:50:46, 527 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ დამკვირვებლებს ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებას უკრძალავენ

შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პრაქტიკულად ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებას - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელ დღეზე დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქვეყნის ბედი. 

“რაც შეეხება დღევანდელ არჩევნებს, შეგვძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პრაქტიკულად ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევნლის რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებას. ამას ახორციელებენ კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარეები.

უბნის გარშემო ასევე მოქმედებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ზონდერი დამკვირვებლები.  ჩვენ ვნახეთ არაერთი ვიდეო მტკიცებულება , თუ როგორ ახდენენ ეს ადამაინები დამკვრივებლების და მედია საშუალებების შეზღუდვქს. 
მოვუწოდებთ პოლიციას, რომ აღკვეთოს მსგავსი ფატქები” - ამბობს ენმ-ს წევრი. 

ლევან ბეჟაშვილმა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ კონკრეტულ დარღვევებზეც ისაუბრა. 

“რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს: 

სამგორის 75-ე უბანზე პირველი ტურის ბიულეტენები აღმოაჩინეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რისთვის სჭირდებოდათ ეს ბიულეტენები, ხომ არ იყო გაყალბებისთვის. 

ასევე, სამგორის 42-ე უბანზე დილის 06:46 წუთზე, როცა დაკეტილი უნდა ყოფილიყო ეს უბანი, პოლიციამ გააღო კანონის დარღვევით და შიგნით იმყოფებოდა გაურკვეველი 5 პირი. მოვუწოდებთ გენისპექციას გამოიძიონ ეს ფაქტი. 

ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, გუშინ ღამის პირველ საათზე 160-ე უბანზე დაფიქსირდა, როცა გადასატან საარჩევო ყუთის სიას,  დამატებით 15 ამომრჩეველი დაემატა, რაც გაუგონარი დარღვევაა.

სამგორის 64-ე უვანზე და გლდანის 25-ე უვანზე ერთიან სიაში მიწერილია არ იყო კოვიდ ამომრჩეველი სამაგიდო სიაში. 

თელავის 51-ე უბანზე კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

ქუთაისის 56-ე უბანზე ფულსი დარიგების ფაქტი დაფიქსირდა და გვაქვს კონკრეტუკი ვიდეო მასალა. 

თელავში ასევე დაფიქსირდა, რომ სხვისი პირადობით ახდენდნენ ხმის მიცემას.”- ამბობს ბეჟაშვილი. 

ლევან ბეჟაშვილი საარჩევნო  კომისიას მოუწოდებს, რომ ენმ-ს დამკვირვებლებს მისცენ საშუალება დააკვირდნენ რეგისტრატორებს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics