13:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 11:46:35, 391 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი - მზად ვარ, უკვე გამარჯვებული ხვალიდან ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და თანაქალაქელებს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა  შვილებთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩვენო უბანზე გააკეთა.- ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ზნეობრივი არჩევანი და მე მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ აუცილებლად მოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, მისი თანაბარი და წარმატებული განვითარებისათვის, დაწყებული საქმეების გაგრძელებისათვის და მზად ვარ, უკვე გამარჯვებული ხვალიდან ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და თანაქალაქელებს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

რაც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებით ოპოზიციის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებას, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის მათი საერთო მესიჯბოქსი, მე რამდენადაც ვარ საქმის კურსში, ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს ცრუ ინფორმაციები ჩვენი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური კიდევ უფრო მაღალ დონეზე და იქნება ამომრჩევლის მაღალი აქტივობა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics