13:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 11:16:08, 656 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ერთ მხარეს უიმედობაა, მეორე მხარეს შანსი და თუ ამას ვერ ხედავ, ან სათვალე გჭირდება, ან სინდისი

ერთ მხარეს არის საბჭოთა საქართველო თავისი პარტიული ლიდერებით, სუსით, ქურდებით, ინწილიგენციით და ვითომ სასულიერო პირებით, მეორე მხარეს არის შანსი - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ საკუთარ „ფესიბუქზე“ დაწერა.

„ არჩევნებია დღეს

ერთ მხარეს არის სტაგნაცია, ჭაობი, წუმპე

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის უიმედობა, უპერსპექტივობა, ნიჰილიზმი

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის შეჩერებული ინვესტიციები, მილიარდობით ვალები, კატასტროფულად გაზრდილი ფასები, გაზრდილი გადასახადები

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის ტყუილი, უტიფრობა, თავხედობა, ცინიზმი, ვირეშმაკობა, გადაგდება, ზიზღი

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე მოხტუნავე მონათა გუნდი

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის საბჭოთა საქართველო თავისი პარტიული ლიდერებით, სუსით, ქურდებით, ინწილიგენციით და ვითომ სასულიერო პირებით

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის ბედნიერი რუსეთი

მეორე მხარეს არის შანსი

პირველ მხარეს დგანან მეტწილად სხვადასხვა ჯურის წურბელები, რომლებიც ამ ქვეყნის გაღატაკებული ადამიანების მიერ შექმნილ დოვლათს ჭამენ სხვადასხვა გზებით

მეორე მხარეს დგანან ეს ღატაკი ადამიანები როლებიც ყოველდღიურად წვალობენ, შრომობენ რომ საკუთარი თავი და ოჯახი შეინახონ

ერთ მხარეს არის სასოწარკვეთილი, სუსტი, ღარიბი, საუკეთესო ახალგაზრდებისგან დაცლილი საქართველო, სადაც სადღეგრძელოებში იფხანენ გაუპატიურებულ ეგოს

მეორე მხარეს არის შრომა, ბრძოლა და შანსი

თავისუფების შანსი

დღეს თუ ამას ვერ ხედავ, ან სათვალე გჭირდება ან სინდისი“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics