13:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 22:12:33, 557 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია არჩევნებზე - უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა და შანსი, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა

უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა და შანსი, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ იძლევა ხოლმე, შეიძლება, დაიბადო, იცხოვრო და ზეციურ საქართველოში ისე წახვიდე, ეს შანსი არ მოგეცეს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა. რა არის ეს შანსი?! ეს არის ისტორიის დაწერა ხვალ, ჩვენ ამ ისტორიას დავწერთ! ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ  განაცხადა.

იგი მოუწოდებს მოსახლეობას არ აყვნენ პროვოკაციებს.

„ რამდენიმე საათში თითოეულ ჩვენგანს, ყველას ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, შევცვალოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი მშობლიური თბილისი, ჩვენი მშობლიური საქართველო უკეთესობისკენ.

უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა და შანსი, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ იძლევა ხოლმე, შეიძლება, დაიბადო, იცხოვრო და ზეციურ საქართველოში ისე წახვიდე, ეს შანსი არ მოგეცეს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა. რა არის ეს შანსი?! ეს არის ისტორიის დაწერა ხვალ, ჩვენ ამ ისტორიას დავწერთ! ჩვენ ვართ მართლები, როგორც არასდროს, როგორც არასდროს, მორალურად წელში გამართულები ვართ! ალალად გეუბნებით, რომ წინ ვერაფერი დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა და იარაღის ჩადება. გაბრაზებული ვარ, არ დაგიმალავთ ერთი საათის წინ, ჩვენს მეგობარს, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალს მანქანა გააჩერებინეს სენაკის და აბაშის გზაგასაყარზე და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. ერთი საათია იმასაც კი ვერ ვიგებთ, სად არის ეს ადამიანი. ეს ის ადამიანია პირველ ტურში, საკუთარ სოფელში 500 ხმით სხვაობით მოიგო არჩევნები ოლიგარქის წინააღმდეგ. დიახ, ეს უსამართლო ბრძოლაა „ქართული უცნების“ მხირდან. უნდა გავუძოთ და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“,- აღნიშნავს მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics