13:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 18:03:39, 553 ნახვა

პოლიტიკა
TI - „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 2021 წელს დაახლოებით 155 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვრიდან 25 ოქტომბრის პერიოდში, საქართველოში 23,227,322 ლარის პოლიტიკური შემოწირულობა გაიცა. 

ანგარიშის მიხედვით, სრული თანხის 71% ანუ 16,585,660 ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია „ლელო საქართველოსთვის” 2,330,556 ლარით, ხოლო მესამე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2,212,912 ლარით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გარდა ამისა, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. 

"პოლიტიკური კორუფციის განსაკუთრებით მაღალი რისკები, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებებს უფრო ახლავს თან, ვინაიდან სწორედ ხელისუფლებას აქვს იმის ბერკეტი, რომ გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ გაურიგდეს პოტენციურ შემომწირველს". - ვკითხულობთ ანგარიშში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics