13:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 17:39:24, 552 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინელი დეპუტატი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში

უკრაინელმა დეპუტატებმა ექსპრეზიდენთან მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის უფლება მოიპოვეს.

როგორც რადას დეპუტატი აცხადებს, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

"პოზიცია ყველას ერთი გვაქვს, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს და  ოპოზიციას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაბრუნდეს უკან. ჩვენ ყველანი ვღელავთ მის მდგომარეობაზე. სამი დღის განმავლობაში ყველა დონეზე ვახორციელებდით მოლაპარაკებებს, რომ ჩამოვსულიყავით აქ და შევხვედრილიყავით  ექსპრეზიდენტს. ჩვენ გვსურს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გავეცნოთ და რაც მთავარია, უკრაინაში გზავნილები ჩავიტანოთ, რადგან ყველა ჩვენი მოქალაქე განიცდის სააკაშვილის მდგომარეობას და ინტერესდება მისით. მოლაპარაკებები გრძელდება უკრაინასა და საქართველოს შორის, უბრალოდ, ეს დახურულ კარს მიღმა ხდება და შესაბამისად, გარეთ ინფორმაციის გამოტანის უფლება არ გავქვს. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, თუმცა რადგან საზოგადოებაში ასე მიიჩნევენ, ანუ ასეა, - აცხადებს უკრიანელი დეპუტატი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics