13:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 15:25:06, 625 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი Ipsos-ისა და „მთავარის” კვლევაზე: ეს არის შეთანხმებული მოქმედება, გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია

ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია. - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა   Ipsos-ისა და„მთავარის“ კვლევაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს „მთვარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ცდილობს ეს ყველაფერი კომპანია Ipsos-ს გაადაბრალოს.

„გუშინ ჩვენ საზოგადობას გავაცანით ის ფაქტი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ საარჩევნო კვლევების გაყალაბებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავარისა“ და კომპანია Ipsos-ის მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო კვლევას რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ზუგდიდში განსხვავევებულმა მონაცემებმა გაყიდა ის ფაქტი, რომ გაყალბების ეს კვალი ბოლომდე ვერ წაიშალა და სწორედ ამან მოგვცა მინიშნება, რომ აქ გაყალბებას ჰქონდა ადგილი.

სინამდილეში საქმე გახლავთ იმაში, რომ ეს არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული 2 კომპანიაა, არამედ ეს ხდება სისტემატურად იმ პერიოდიდან, რაც Ipsos-ი საქმიანობს საქართველოში და აწარმოებს წინასაარჩევნო კვლევებს „მთავარი“ არხისთვის. ეს გაყალბება სახეზე გვაქვს ყოველ ჯერზე. შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics