|
2021-10-29 11:00:08, 786 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა კახეთში სტუმართ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთში, სტუმართ-მასპინძლობის სექტორის, კერძოდ, მცირე და საშუალო სასტუმროების და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და განხილულ იქნა სექტორისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება. ეკონომიკის მინისტრმა მათ ასევე გააცნო ინფორმაცია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის შესახებ, რომელიც აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს. „ჩვენ მათ შევთავაზეთ მონაწილეობა ახალ პროგრამაში, რომლის მიზანია აგრო და ეკოტურიზმის წახალისება - ეს გულისხმობს როგორც სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ასევე საკრედიტო-საგარანტიო უზრუნველყოფას და რაც მთავარია, გრანტ-კომპონენტს. აგრო და ეკოტურიზმის მხარდამჭერი კომპონენტით სარგებლობა შეუძლია პრაქტიკულად, ყველა სასტუმროს და ეს მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, რომ შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაფართოება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ სექტორის ეფექტიანი და სწრაფი აღდგენა მნიშვნელოვანია და ამ მიზნით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა და ინიციატივა ხორციელდება. ამასთან აღინიშნა, რომ მიუხედავად პანდემიის გამო არსებული მრავალი გამოწვევისა, მთავრობის, კერძო სექტორისა და პარტნიორების ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მუშაობით ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება. „რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ბევრი გამოწვევაა, რომლებზეც ჩვენ, როგორც ყოველთვის, ერთობლივად უნდა ვისაუბროთ და ვიზრუნოთ, რომ სასტუმროებს მარტივად გადავალახინოთ გამოწვევები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მ.შ. თამარ ყორიაულმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)