|
2021-10-28 17:19:00, 1299 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონასა და ვენის მიმართულებით ფრენები განახლდება
31 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით, კვირაში ერთი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება განახლდება. - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, 2 ნოემბრიდან კი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულდებას ვენის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით განაახლებს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთსა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნით შეუძლიათ. „ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა. ავსტრიაში გასამგზავრებლად კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ:
3. ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება https://entry.ptc.gv.at/en ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის მიზნებისთვის პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში. პირები, რომლებიც გაიკეთებენ, ვაქცინას რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22 -ე დღეს 9 თვის განმავლობაში.“- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)