16:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 21:53:06, 633 ნახვა

პოლიტიკა
ანზორ მელია - ზუგდიდის მერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას მერი აბსოლუტურად

ზუგდიდის მერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას მერი აბსოლუტურად, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად რომელ მხარეს არის. მთავარია მას უყვარდეს საქართველო, სამშობლო. ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში, ოპოზიციის პრეზენტაციაზე  განაცხადა.

„მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენი თავდადებით, თქვენი შეუპოვრობით, თქვენი სიყვარულით პირველი დიდი რაუნდი მოვიგეთ. ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას მერი აბსოლუტურად, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად რომელ მხარეს არის. მთავარია მას უყვარდეს საქართველო, სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, რომლებმაც პირველ ტურში ხმა არ მომცეს, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. ხალხნო, გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics