|
2021-10-27 21:40:34, 629 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდელებს - მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდელებს - თქვენ იქნებით კოლონის სათავეში, რომელიც გაათავისუფლებს საქართველოს და მეც
ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც. კანონზომიერია, რომ პირველებმა სწორედ თქვენ ჩაუშალეთ ამ მოძალადე მთავრობას მცდელობა მხედრიონის ტიპის სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა სამეგრელოში- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზუგდიდში, გამართულ აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა, მისი წერილი მაია კალანდიამ წაიკითხა. "როდესაც დავბრუნდი საქართველოში, პირველად ჩემს დედულეთში, ჩემი დედულეთის, ჩემი სამარგალოს ჰაერი ჩავისუნთქე. ეს იყო ნისლიანი ჰაერი პალიასტომის ტბისა, ჰაერი ჯადოსნურად ლურჯი ტობა ვარჩხილის, ჰაერი მაცოცხლებელი ლუგელასი, ჰაერი ხიბულასი, რომელმაც გულში ჩაიკრა ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ჰაერი გოროზი ნოქალაქევის, ჰაერი დიდი კონსტანტინეს პატარა აბაშის და რა თქმა უნდა, ჰაერი ჩემი საყვარელი ანაკლიის და ლეგენდარული რუხის ციხის. ჰაერი იმ მხარის, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული ფეხით ბევრჯერ მაქვს შემოვლილი. თავისუფლების ეს ჰაერი ჩემი ციხის დაბურულ ფანჯარაშიც კი აღწევს. ის მოქრის ჩემი საყვარელი ჩელას მხარიდან, ყოველთვის მაოცებდა ამ მხარის უძველესი კოლხეთის და მისი ხალხის სილამაზე და სიმამაცე. და უკვე მერამდენედ, საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება. იცით ამ ჰაერს კიდევ რა ჰქვია?! ეს თავისუფლების ჰაერია. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც. კანონზომიერია, რომ პირველებმა სწორედ თქვენ ჩაუშალეთ ამ მოძალადე მთავრობას მცდელობა მხედრიონის ტიპის სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა სამეგრელოში. პირველებმა თქვენმა პოლიციელებმა ამოიღეს ხმა. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ვინაიდან მინდოდა ლაზიკა, მინდოდა მდიდარი საქართველო, მინდოდა, მომეცა თქვენთვის წარმატება და მომავალი. ლაზიკა აუცილებლად აშენდება. ჩემი ოცნების ქალაქი როგორც ზუგდიდის გაგრძელება, რაც პირეოსია ათენისთვის, როგორც დუბაი და სინგაპური, საქართველოა კავკასიის და მთელი შავიზღვისპირეთისთვის რეგიონის მთავარი ცენტრი, სადაც მინიმალური ხელფასი იქნება 1000 დოლარი. მე თქვენებური ვარ და როდესაც საკუთარი ნებით შევდიოდი პუტინის და ივანიშვილის ციხეში, კარგად მახსოვდა, რომ ჩვენ ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ და ცოტნე დადიანის სისხლი გვიდუღს ძარღვებში. გეხვევით ყველას, მიყვარხართ. ძალიან მალე შეხვედრამდე გამარჯვებულ საქართველოს დედაქალაქში, აბა ულა!, - წერს მიხეილ სააკაშვილი
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)