|
2021-10-27 10:41:28, 2205 ნახვა
ომი უკრაინაში
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შემქნელები – ეს ვაქცინა 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა
BioNTech-ის დამფუძნებელმა უგურ შახინმა "ევრონიუსს" განუცხადა, რომ Pfizer/BioNTech ვაქცინა 30 წელი იქმნებოდა. " მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ვაქცინა ერთი წლის განმავლობაში არ შექმნილა. ვაქცინა შეიქმნა 30 წლიანი კვლევის შედეგად. ეს ჰგავს სპრინტერს, რომელიც მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა ამ მოვლენისთვის. და ის სრულად არის გაწვრთნილი და მზად არის უმოკლეს დროში დასაწყებად და ამ პანდემიის წინააღმდეგ რბოლა მოიგოს. და ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ვაქცინის მიღმა მეცნიერებას 30 წელი დასჭირდა." -განაცხადა უგურ შაჰინმა. ოზლემ ტურეჯის თქმით, მას შემდეგ რაც გრიპის ვირუსი კაცორბიობისთვის ცნობილი გახდა, მას შემდეგ მეცნიერები მუშაობენ, მის შესწავლაზე. "მესინჯერ რნმ-ს აქვს ტრანსფორმაციული პოტენციალი. MRNA არის უძველესი საინფორმაციო ტექნოლოგია, ასე ვთქვათ, ბუნების მიერ გამოგონილი. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ ინფორმაცია უჯრედებში. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ სხეულის სხვადასხვა უჯრედებს რა უნდა გააკეთონ, რაც ძირითადად ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი უნივერსალურად. ეს არის ხელსაწყოების ყუთი, საიდანაც შეგიძლიათ შეაგროვოთ ის, რაც გჭირდებათ კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ. ერთადერთი შეზღუდვა არის დაავადების გაგება და იმის გაგება, თუ რა სახის ინფორმაციის გადმოცემა გვინდა. მას შემდეგ, რაც თქვენ გაქვთ ეს მონაცემები, შეგიძლიათ გამოიყენოთ mRNA კიბოს წინააღმდეგ, აუტოიმუნური დაავადებების წინააღმდეგ, ალერგიის წინააღმდეგ რეგენერაციისთვის და ჩვენ ვმუშაობთ ყველა ამ დაავადებაზე 30 წელზე მეტია" - აცხადებს ტურეჯი. BioNTech-ის დამფუძნებლებმა უგურ შაჰინმა და ოზლემ ტურეჯიმ შექმნეს მსოფლიოში პირველი მეცნიერულად დადასტურებული Covid-19 ვაქცინა. მათ გუშინ მიიღეს ესპანეთის უმაღლესი ჯილდო, ასტურიის პრინცესას პრემია მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)