|
2021-10-26 18:47:10, 773 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილი - ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი საქართველოს სარკინიგზო სატრანსპორტო დარგის განვითარებაში დაეხმარება
„საქართველო სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. საქართველოს აქვს მზაობა და მისწრაფება, განახორციელოს რკინიგზის დარგის რეფორმირება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და მის კანონმდებლობასთან დაახლოებით. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე დაძმობილების პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შესრულებაში, მათ შორის, სარკინიგზო სატრანსპორტო დარგის განვითარებაში," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა პროექტის „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. გურამ გურამიშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პოლონეთის სხვა ინსტიტუციებს, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რკინიგზას აქტიური თანამშრომლობისთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორი ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, ხაზგასასმელია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. ამასთან აღსანიშნავია, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის" მიერ და რომლის მთავარი მიზანია უსაფრთხოების გაზრდა, გადაზიდვის დროისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება. „სარკინიგზო და სატრანსპორტო სექტორის შემდგომი განვითარების, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა რეგიონალურ და საერთაშორისო დერეფნებსა და ინიციატივებში, რომელთაგან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ე.წ. შუა დერეფნის განვითარება, რომლის საშუალებითაც საქართველოს გავლით შესაძლებელია ევროპასა და აზიას შორის ტვირთის ტრანსპორტირება," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელიც რკინიგზის სფეროში სამართლებრივი ბაზის განვითარებას შეეხება. კერძოდ, უკვე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები საქართველოს სარკინიგზო კოდექსში, ასევე მომზადებულია რამდენიმე სამართლებრივი აქტის ცვლილების პროექტი.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)