2021-10-26 10:19:34, 445 ნახვა
საზოგადოება
ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის” სამედიცინო პერსონალს შეხვდა
იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის მინისტრის საზოგადოებისთვის ცნობილ ექიმებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში, ,,პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორი ლევან რატიანი ქუთაისში კლინიკა "ლჯ და კომპანიის" სამედიცინო პერსონალს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეანიმატოლოგმა კლინიკა დაათვალიერა, კოვიდ პაციენტების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და კოლეგებთან ერთად კორონავირუსის მძიმე შემთხვევები განიხილა.
ექიმებმა პანდემიის პერიოდში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის საკითხს.
კლინიკა "ლჯ და კომპანია" COVID - 19 - ის მართვის პროცესში ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),