|
2021-10-25 15:12:49, 509 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ ჩავატარეთ ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმეზე და ქალაქზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. კახა კალაძემ ბიზნესმენებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წელი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. „იმ პროექტებსა და რეფორმებს, რომლებიც 2017 წელს დავიწყეთ, ვერავინ შეაფერხებს. ვერავინ შეაფერხებს ასევე, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია, რომელიც იყო ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმეზე და ქალაქზე ორიენტირებული, სადაც ვსაუბრობდით კონკრეტულ გეგმებსა და პროექტებზე რაიონების, ქუჩების მიხედვით. სამწუხაროდ, მეორე მხრიდან იყო აგრესია და დღესაც გრძელდება, ასევე, ძალადობა და ცილისწამება. თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიკადრებთ და მათ იგივე ბოროტებით არ დავუპირისპირდებით. ნამდვილად არ დავეშვებით იქამდე, სადაც ისინი იმყოფებიან. პირიქით, მგონია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით უნდა ვეცადოთ, რომ ეს ადამიანები ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც იმყოფებიან", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" საკუთარ გამარჯვებას 30 ოქტომბერს ბოლომდე მიიყვანს. „პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვება. ჩვენ არჩევნების პირველ ტურში მოვიგეთ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო. მეორე ტური გაიმართება 20 რაიონში და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერითა და თანადგომით, აქაც მივაღწევთ გამარჯვებას. ყველანი აქ ვცხოვრობთ და კარგად ხედავთ, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში - განახლდა ავტობუსების პარკი; მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა; რეაბილიტირდა და განახლდა ბაღები, სკვერები და გზაგამყოფები; სხვადასხვა პროექტის განხორციელებით, თბილისში შემოვიდა საპარკე კულტურა; აშენდა საბავშვო ბაღები და განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები", - აღნიშნა კახა კალაძემ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის გადაჭრაში სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე გააკეთა აქცენტი. „თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნით ქვეყანაში დოვლათს. ამ რთულ, პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი გვერდით დაუდგეს ბიზნესს. ჩვენ განვახორციელეთ არაერთი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, თბილისს განვითარების უზარმაზარი რესურსი გააჩნია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)