|
2021-10-25 14:50:25, 571 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით სოფელ ჯიხაშკარში ხვდება
„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს, წოწერია ამჯერად მოქალაქეებს სოფელ ჯიხაშკარში ხვდება და მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატთან ერთად გამართულ შეხვედრაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სოზარ სუბარი, ლადო კახაძე და ჯგუფ „ქუჩის ბიჭების" წევრები მონაწილეობენ. მამუკა წოწერიას განმარტებით, ერთადერთი ძალა, რომელსაც კონკრეტული გეგმები და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია აქვს სწორედ „ქართული ოცნებაა". „ჩვენ პროგრამული ხედვებით მივდივართ მოსახლეობის წინაშე. თითოეული სოფლის მიხედვით განსახორციელებელი დეტალური პროექტები და ოთხ წლიანი განვითარების გეგმა გვაქვს შემუშავებული. აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვის პროექტებზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე. ხოლო რაც შეეხება განწყობას, იკვეთება ერთი გარემოება, რომ ამომრჩეველი თვლიდა საგრძნობ უპირატესობას „ქართული ოცნების", მისი პროგრამული ხედვის. აქედან გამომდინარე გარკვეული ელექტორატი პასიურ მდგომარეობაში იყო, რომელიც მოახდენდა მნიშვნელოვან ზეგავლენას პირველი ტურის შედეგებზე, აქედან გამომდინარე ისინი თვითორგანიზებას ეწევიან, გვიდასტურებენ იქნებიან აქტიურები და მიიღებენ მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობას და ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესურსი ჩვენი შედეგის გაზრდის არის ძალიან დიდი და ეს საშუალებას მოგვცემს დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მეორე ტურში" - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ. „რამდენიმე დღეა დავდივართ ზუგდიდის სოფლებში, ქალაქში და განწყობა ყველგან არის ძალიან კარგი. გასაგებია, რომ პირველ ტურში მთელი რიგი ფაქტორები იყო რამაც განაპირობა, რომ პირველ ტურში არ დამთავრდა არჩევნები, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მეორე ტურში ქალაქშიც და სოფლებშიც გავიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად, არამარტო ზუგდიდში არამედ იგივე მოხდება სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში, იგივე მოხდება ქუთაისში , თელავში და ყველგან სადაც მეორე ტურებია. დღეს კარგად ჩანს ხალხის განწყობები, ძალიან ბევრი ადამიანია რომლებისთვისაც მიუღებელია სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. უბრალოდ იმის გამო, რომ ისედაც დარწმუნებული იყვნენ გამარჯვებაში, ზოგი არ მივიდა არჩევნებში, ზოგი საერთოდ სხვა ქალაქში იყო და არ ჩათვალა საჭიროდ დაბრუნებულიყო, დღეს ყველა მზად არის, რომ ჩამოვიდეს და ხმა მისცეს ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა. მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვედრებში აქტიურად მონაწიელეობენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ამჯერად ჯიხაშკარში ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრები მოსახლეობას კარდაკარ ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად ხვდებიან. „ჯიხაშკარში ვართ, შემოვივლით ამ არაჩვეულებრივ სოფელს და ძალიან კარგი განწყობაა, კეთილგანწყობაა კანდიდატის მიმართ. ჩვენ უნდა მივიდეთ 30 ოქტომბერს და გავაკეთოთ არჩევანი და სწორი არჩევანი უნდა იყოს ეს. ეს არჩევანი უნდა უკავშირდებოდეს განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენ ეკონომიკის წინსვლას და არა უკან ნაბიჯს და ამიტომ ყველას მოვუწოდებ 30 ოქტომბერს მხარი დაუჭიროს მამუკა წოწერიას, იმისათვის რომ გაიმარჯვოს ზუგდიდმა, გაიმარჯვოს იმ პროექტებმა, რომელიც დაწყებულია ამ მუნიციპალიტეტში" - განაცხადა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების" წევრმა ზურა ხაჩიძემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)