2021-10-25 12:02:40, 789 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - სოციალურ ქსელში ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე „ტროლებისა“ და „ბოტების“ შეტევა გახშირდა
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ბოლო დროს, სოციალურ ქსელში გახშირდა მათ ოფიციალურ გვერდებზე ე.წ „ტროლებისა“ და „ბოტების“ შეტევა.
მათივე ცნობით, საპატრიარქოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე, ბოლო 3 დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა.
„ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით“, - ვკითხულობთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,