|
2021-10-24 19:36:10, 869 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში, ლევან ანდრიაშვილმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით
ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმება თელავის ბიუჯეტის გაზრდა და არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება, მათ შორის ახალი ტურისტული ატრაქციების მოწყობის თვალსაზრისით. „მინდა, კიდევ ერთხელ ჩემს ძვირფას მშობლიურ თელავს და თელაველებს მივმართო და ვუთხრა, რომ უშუალოდ, მე პირადად ვიქნები ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის პროექტებში, განსაკუთრებული ემოცია მაქვს თელავის მიმართ, კახეთის მიმართ მოგეხსენებათ, თუმცა აქ არავითარი დიფერენცირება არ იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ მექნება თანაბარი მიდგომა. ჩვენ ვგეგმავთ, ბიუჯეტიც გავზარდოთ, ძალიან ბევრი მაგარი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, მათ შორის ახალი ტურისტული ატრაქციების გაკეთებას თელავში, მასშტაბური, გრანდიოზული ურბანული განახლების პროგრამებს ვიწყებთ იანვრიდან დამატებით და ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს. რა თქმა უნდა, არ მინდა, არავის გვსურს, თელაველებს და თელავს, რომ ვინმემ გააგრძელოს საბოტაჟი, ისეთი, როგორიც ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ აქ მყარი უმრავლესობა გვყავს საკრებულოში, სრულად ვაკონტროლებთ საკრებულოს და შესაბამისად, არავითარი პრობლემა არ ექნება თელავს, თელავის მოსახლეობა ძალიან ბევრ პროგრესს მიიღებს, ამას ვპირდები მე პირადად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)