20:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 17:29:33, 899 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - როგორი სიმართლეც იყო სამეგრელოში სპეცოპერაცია, ასეთივეა ბრიფინგი, რომელიც ამ არარაობამ, გვარამიამ ჩაატარა

როგორი სიმართლეც იყო სამეგრელოში სპეცოპერაცია, ასეთივეა ბრიფინგი, რომელიც ამ არარაობამ, გვარამიამ ჩაატარა" - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, ექსპრეზიდენტის სავარაუდო ლიკვიდაციაზე მის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"როგორი სიმართლეც აღმოჩნდა სამეგრელოში ჩვენს მიერ დაგეგმილი რაღაც გიჟური სპეცოპერაციის ჩატარება, ასეთივე სიმართლეა დღევანდელი ბრიფინგიც, რომელიც ამ მართლაც, აღარ მინდა ეს სიტყვები ვიხმარო, გვარამიამ, ამ არარაობამ ჩაატარა დღეს და როგორ ატყუებენ, არამხოლოდ ამომრჩეველს, არამედ მოსახლეობას მთლიანად.

საკუთარ თავს იტყუებენ ამ შემთხვევაში და გასაგებია, რომ ამ რაღაცებს იგონებენ, რომ დაძაბონ საზოგადოების თვალში რაღაც, აბსურდული თეატრები დადგან. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო, ეს მცდელობა იქნება კრახით დასრულებული და ჩვენ მშვიდობიან არჩევნებს ჩავატარებთ და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს", — თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.

დღეს, 24 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში ხელისუფლება იმიტირებულ ბუნტსა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics