|
2021-10-23 19:32:28, 987 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბათუმში წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ ის დღეს იმ საქმეებისთვის ისჯება, რაც ამ ქვეყანაში გააკეთა. "მოგესალმები ბატონო მიშა, თქვენ კარგად იცოდით, რა ნაბიჯსაც დგამდით, თქვენ იცოდით, რომ თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოდიოდით საქართველოში, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით და შეასრულეთ თქვენი სიტყვა, ისე როგორც ყოველთვის ასრულებდით მას. თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით, ამის ნათელი დასტური იყო 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ასევე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში. ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო, რომ თქვენი პირველი განცხადებები, პირველი ვიდეო და მეორე ვიდეო აქედან ძალიან ახლოს, ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა. მირდატმა თქვა და ვეთანხმები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი",- თქვა გიორგი კირთაძემ. 30 ოქტომბერს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი კირთაძე ბათუმის მერობისთვის ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად იბრძოლებს. პირველ ტურში კირთაძეს მხარი ამომრჩეველთა 41.97%-მა დაუჭირა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს – 41.08%-მა. აჭარაში მეორე ტური ასევე გაიმართება.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)