|
2021-10-23 11:23:52, 2812 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის ოცეულმა ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში სერტიფიცირება მოიპოვა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონისპირველი ასეულის პირველმა ოცეულმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედროპოლიციის ინიციატივის ფარგლებში წვრთნები წარმატებით დაასრულა და ნატო-ს მრავალეროვნულისამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირება მოიპოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე სამხედრო პოლიციისხელმძღვანელი პირები დახვდნენ. უწყების ცნობით, ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ეგიდითსწავლება პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერტიფიცირება ქართული ოცეულის პირად შემადგენლობას ნატოს მრავალეროვნული სამხედროპოლიციის ბატალიონის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაშიმონაწილეობისა და მომავალში ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონისსრულფასოვანი წევრობის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ნატო-საქართველოს არსებითიპაკეტის (SNGP) ეგიდით გამართული წვრთნების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსჟანდარმერიამ დონაციის სახით სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირებაც გადმოსცა. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედროპოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება ერთი წლის წინ გაფორმდა. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვაასპექტს მოიცავს და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსადა სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული. პარტნიორობის შეთანხმება ხელს უწყობს სამხედროპოლიციის ბატალიონების, როგორც ნატოსთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთუმთავრეს მიზანს წარმოადგენს. 2022 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია საქართველოს მხრიდან ნატოს მრავალეროვნული სამხედროპოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) განაცხადის გაკეთება. ნატოსმრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონი პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთისსამხედრო პოლიციელებით არის წარმოდგენილი.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)