2021-10-22 21:43:40, 588 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი - ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ
ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი არ დაგანგრევინებთ! სიბინძურეს ვუპასუხებთ არჩევნებში მასიური მონაწილეობით - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ ღარიბაშვილის ზიზღის კამპანიას.
"ჩვენ სიბინძურეს ვუპასუხებთ ორგანიზებით, არშეშინებით (მათ ჩვენი შეშინება სურთ) და არჩევნებში მასიური მონაწილეობით. ხოლო არჩევნების მოპარვის მცდელობას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტით. ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ! რაც ავაშენე, უნდა დავამშვენოთ და გავაუმჯობესოთ. სიღარიბე, დამცირება და ეს ჭაობი უნდა დასრულდეს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,