22:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 17:32:00, 825 ნახვა

პოლიტიკა
ლიზა იასკო - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად რთულდება, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მეუღლე ლიზა იასკო ქვეყნის ექს-პრეზიდენტს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.

როგორც სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ლიზა იასკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე საფრთის ქვეშაა, რაც მისივე თქმით, ძალიან საშიშია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია უკრაინული მხარის პოზიცია და იგეგმება თუ არა სააკაშვილის კიევში ექსტრადირება, იასკო აცხადებს, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა უკრაინის მხარესთან და ხორციელდება მონიტორინგი.

„ჩვენ გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი მიხეილ სააკაშვილი. ჩემი ამოცანაა, გვერდში დავუდგე მას და გადავცე უკრაინული მხარის მხარდაჭერა, მას უკრაინა გვერდში უდგას. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივად კონტაქტზე უკრაინულ მხარესთან, ვახორციელებთ მონიტორინგს და ძალიან გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკრაინაში, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე დაკავებულია აქ, საქართველოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ეს ძალიან საშიშია. 22-ე დღეა შიმშილობს, ყველა შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად რთულდება, მე მეშინია, რომ შემდეგ ჯერზე, როცა შევხვდებით, არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში იქნება“, - განაცხადა ლიზა იასკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics