2021-10-21 15:29:36, 1074 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელოსაც ნარკოლოგიურის ეზოში თავს დაესხნენ და მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.
ბათუმის ემერჯენსის ხელმძღვანელის, ნათია ბაბუხადიას განცხადებით, მამაკაცს საავადმყოფოში შემოყვანისთანავე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული.
"პაციენტი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად იყო კრიტიკული მდგომარეობა. შემოსვლისთანავე პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები, იყო დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგული. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტთან დაფიქსირდა სიკვდილი." - ამბობს ემერჯენსის ხელმძღვანელი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,