|
2021-10-21 10:25:05, 2446 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების დოკუმენტი განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გაფორმებული შეთანხმებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერში“ დეტალურად ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, „შეკავების შესაძლებლობა" სისტემურ და მეთოდურ დამოკიდებულებას გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულების კონტექსტში მან თავდაცვის განვითარების 10-წლიანი გეგმა აღნიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს უწყებაში შემუშავდა და გაიწერა ის პრიორიტეტები, რაზეც თავდაცვის განვითარება უნდა დაფუძნდეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მეთოდურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და ტოტალური თავდაცვის პრინციპზე გაამახვილა ყურადღება. „აღნიშნული სისტემა ჩამოვაყალიბეთ პარტნიორების დახმარებით. ისინი ყველა დეტალში იყვნენ ჩართულები. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი ესაუბრა მისი დანიშვნიდან. ჩვენ ზუსტად ვიმსჯელეთ ამ პრიორიტეტებზე. ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, - ასე განმარტა თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობა და დააკონკრეტა, რომ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა იარაღები, რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10-წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის განვითარების 10-წლიან გეგმასთან დაკავშირებით ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკული ყოველწლიური დახმარების პრიორიტეტებში ისეთი შეიარაღებაა ჩასმული, რაზეც რთულია წვდომა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)