|
2021-10-20 10:10:49, 447 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის მეშვიდე შეხვედრაში. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში, ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პოლიტიკის დონეზე იქცა პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა. ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწავლებების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცველთა გადამზადების პროცესი შეუქცევადია - არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, კასკადური გადამზადების პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. მან ასევე ისაუბრა მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამა. ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამინისტროსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ანტიდისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის სტანდარტებთან.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)