2021-10-19 18:10:08, 737 ნახვა
საზოგადოება
თელავში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი თელავში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემები მოისმინა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ჩართულობით ყველაფერს აკეთებს იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),