02:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 14:54:38, 672 ნახვა

პოლიტიკა
ლოიდ ოსტინი - ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და უცვლელია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ უცვლელი და მტკიცეა.

ამასთანავე, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, ამაღელვებელი ფაზაა ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის ქვეყნებს შორის.

„დავიწყებ მადლობით მინისტრ ბურჭულაძის მიმართ, რომელიც მმასპინძლობს, მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის ჩემი პირველი ვიზიტის დროს. აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა. უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობს, როგორც საფუძველი ძალისხმევისთვის, ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვის უნარების ზრდისთვის.

დღეს მაქვს პატივი, თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალებს შორის თანამშრომლობისთვის. ეს აღნიშნავს ამაღელვებელ ახალ ფაზას, ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics