17:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 12:37:36, 1305 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, უკვე აღდგენასაც გასცდა, ეს აბსოლუტური ზრდაა

ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გასცდა, ეს არის აბსოლუტური ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა „ნამახვანჰესის“ პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად გაგრძელდეს დიალოგი კომპანია „ენკასთან“.

„ნამახვანჰესის პროექტი თავისთავად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რადგან ხედავთ, რომ ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გასცდა, ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს, ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მომატებული მოხმარება ჩვენი წყაროებით იფარებოდეს და საკუთარ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ ადამიანები და ბიზნესები და არა იმპორტირებულს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართებაა, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან“ საკითხის დარეგულირება და არა საარბიტრაჟო დავის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics