|
2021-10-18 10:59:15, 801 ნახვა
პოლიტიკა
DRI - წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ და საპატრიარქო მჭიდროდ თანამშრომლობენ
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართული ოცნება“ და საქართველოს საპატრიარქო მჭიდროდ თანამშრომლობენ, - ამის შესახებ დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ 2021 წლის 1 აგვისტოდან 4 ოქტომბრის პერიოდში მომხდარი ფაქტების ანგარიშშია ასახული. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებას დაესწრნენ და არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, DRI-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდნენ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ელიოზ ჯინჭარაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. „ძირითადი შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებითაა წარმოდგენილი, მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც რამდენიმე ფორმაში გამოიხატება: • სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე დასწრება - 2021 წლის 11 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სახელისუფლებო პარტიის მიერ საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის კანდიდატთა წარდგენის ყველა ღონისძიებას დაესწრნენ. • მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან განსაკუთრებით ინტენსიურ ხასიათს იღებს ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირებთან ერთად „მოლოცვა.“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, 10 ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და „მოილოცა.“ მათი ნაწილი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება, რაც ყველა შემთხვევაში აღინიშნა. • მაღალი იერარქიის წარმომადგენელი ღვთისმსახურები ცდილობენ ოპოზიციის დისკრედიტაციას ან/და ღიად და დაუფარავად უცხადებენ მხარდაჭერას სახელისუფლებო ძალას და კანდიდატს • მმართველი პარტიის მსგავსად, რელიგიური თემებით მანიპულირებას ცდილობენ პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, „ლელოდან“ და პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის.“ თუმცა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასულიერო პირები ღიად არ ესწრებიან მათ საარჩევნო ღონისძიებებს • საქართველოს საპატრიარქოს „სუს-ის ფაილებთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ღიად არ გაუკრიტიკებია. თავდასხმის ობიექტები გახდნენ არა უშუალოდ თვალთვალის განმახორციელებლები, არამედ „ფაილების გამავრცელებლები“, მათ შორის, კრიტიკული მედია საშუალებები და მათი მესაკუთრეები დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ დომინანტური ეკლესიის ავტორიტეტის და კონკრეტულ სასულიერო პირთა ინსტრუმენტად გამოყენებით, პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობას ცდილობს, რაც აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და საფრთხეს უქმნის არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო პრინციპების დაცვით ჩატარებას“, - აღნიშნულია ანგარიშში
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)