02:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 18:14:51, 746 ნახვა

პოლიტიკა
სამოქალაქო ორგანიზაციებმა ახალი მოძრაობა - „მიშას თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები  ახალ ორგანიზციას სახელწოდებით - "'მიშას თავისუფლებისთვის" აფუძნებენ.

მათი  განცხადებით, მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. მათი მოძრაობდა დღეს დააფუძნეს და შტაბი მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში გახსნეს.

მათივე ცნობით, მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გააპროტესტებენ.

"მთავარი გასაღები იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ქვეყანაში და პოლიტიკური დევნა დასრულდეს, არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომაც ვაარსებთ მოძრაობას მიშას თავისუფლებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით მოძრაობა საქართველოსთვის, მოძრაობა 20 ივნისი, მოძრაობა თავისუფალი ზონა და ასევე სხვა ორგანიზაციები... ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სხვადასხვა აქტივობები", - განაცხადა  სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდა, იგი იმავე საღამოს დააპატიმრეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე მე- 16 დღეა შიმშილობს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics