03:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 13:36:37, 1041 ნახვა

პოლიტიკა
ლეონიდ კუჩმა - სააკაშვილი რთული პიროვნებაა, გასაკვირი არაა, რომ შექმნილ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი არ არსებობს

მე მსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის პიროვნება დაინახოს არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ როგორც უნიკალური რეფორმების საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორი, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ განაცხადა.

სტატიაში, რომელსაც გამოცემა „გორდონი“ ექსკლუზიურად ავრცელებს, ლეონიდ კუჩმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან სიტუაციის მოსაგვარებლად ჰუმანიზმის პრინციპით იხელმძღვანელონ.

„მიხეილ სააკაშვილი - ძალიან მრავალმხრივ რთული პიროვნებაა. არ არის გასაკვირი, რომ მისი სიტუაცია ძალიან რთულია და მარტივი გამოსავალი არ აქვს. გამოსავლის მოსაძებნად საჭიროა ყველა მხარემ გაწონასწორებულობა და ნამდვილი სიბრძნე აჩვენოს.

მე ძალიან მინდა, რომ დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელობამ სააკაშვილის პიროვნებაში დაინახოს არა მისი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ მსოფლიოს მიერ აღიარებული უნიკალური რეფორმების არქიტექტორი. დიდწილად, სწორედ სააკაშვილის წყალობით საქართველო მიუახლოვდა ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორისაა ჰუმანიზმი.

მე მოვუწოდებ მიხეილ სააკაშილს, შეწყვიტოს შიმშილობა. მე ვიცნობ მას, როგორც მტკიცე მებრძოლს და მორწმუნე ქრისტიანს. მაგრამ შიმშილობა ნიშნავს დაკარგო ძალები, რომლის გარეშეც სამომავლო ბრძოლა შეუძლებელი ხდება“, - განაცხადა კუჩმამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics