|
2021-10-13 22:25:19, 623 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის, რომელმაც ამ თანამდებობაზე ტაო ჟანგი შეცვალა. შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ასევე, განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები. ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით, 2020-2021 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ დახმარებას. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციისა და რეფორმების მიმართულებით. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ფისკალური რისკებისა და საჯარო ფინანსების მართვა და სხვა. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ საკითხებზე აქტიური მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)