|
2021-10-13 15:56:12, 891 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში საქართველოს ზრდის მაღალი ტემპები აქვს მშპ-ის პარამეტრების მიხედვით
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია 2021-2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ეკონომიკაში. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ანგარიშის მიხედვით ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. „ანგარიშის საფუძველზე, ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში, ევრაზიის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ასევე, საქართველო ევრაზიის და მისი ოკეანეთის ყველა სახელმწიფოს საუკეთესო შვიდეულში დაწინაურდა, სრულიად ევროპაში კი პირველ ადგილზეა. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2021-2026 წლებში მთლიანობაში 40%-ით გაიზრდება", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ. როგორც მან განაცხადა, ზრდის მაღალი საპროგნოზო ტემპებია ეკონომიკის სხვა ინდიკატორებშიც. კერძოდ, სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2021-2026 წლებში საერთო ჯამში 76%-ით გაიზრდება. „ზრდის ასეთი ტემპი სიდიდით მეშვიდეა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ ამერიკულ დოლარში 2024 წელს გადააჭარბებს 6000 დოლარის ნიშნულს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2026 წლისათვის - 7500 დოლარზე მეტი გახდება. საქართველოს ნომინალური მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2021-2026 წლებში 63%-ით გაიზრდება. ზრდის ასეთი ტემპი სიდიდით აქაც მეშვიდეა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2024 წელს გადააჭარბებს 20 000 საერთაშორისო დოლარის ნიშნულს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2026 წლისათვის - 24 000 საერთაშორისო დოლარზე მეტი გახდება. ეს ანგარიში და მონაცემები კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს, რომ საქართველო მსოფლიოში გამორჩეულად, წინმსწრები ტემპებით სტაბილურად მიდის წინ, რაც სტიმულს აძლევს ქვეყანას, ყველა დაწყებული რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე და დაფიქსირდეს უფრო მაღალი ზრდის ტემპები", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)