2021-10-13 11:09:29, 402 ნახვა
საზოგადოება
დაბრუნებულ მიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
მიმდინარე წელს, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, გრანტს 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),