07:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 15:04:56, 587 ნახვა

საზოგადოება
კასპში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების კომპლექტის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია

კასპში 8 ცალი გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების კომპლექტის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია. -ინფორმაციას კასიპის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფიტნეს ტრენაჟორები - ხ სოფელში (ოკამი, ლამისყანა, მეტეხი)  5 კი ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე (გ. სააკაძე, მ. კოსტავა, შ. რუსთაველი, გ. მაზნიაშვილი და ალ. ყაზბეგი) ეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს სავარჯიშო მოედნის, ფანჩატურის და სპორტული ტექნიკის მოწყობას.

პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება რომელსაც შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს. 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოეწყო სოფელ მრგვალი ჭალაში, ზემო რენეში, სასირეთსა და სოფელ ქვემო ჩოჩეთში. სპორტული სივრცის - ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობის მიზანი  მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობაა - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics