07:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 13:59:04, 660 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სამსახური – მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სურვილის საფუძველზე იმყოფება საკანში მარტო

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია,  თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სამარტოო საკანში იმყოფება.  განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში შესახლებისთანავე დაწესებულების ადმინისტრაციამ შესთავაზა  თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკანში მარტო მოთავსდა.

რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, არის სიცრუე და ამას ადასტურებს თუნდაც  დღის განმავლობაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილთან განხორცილებული არაერთი ვიზიტი, რომელიც მედიასაშუალებითაც  შუქდება.

მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს  რაც შეეხება იგი გარეშე პირის სტატუსით სააკაშვილთან შესახვედრად რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა. ამიტომ მან პენიტენციურ სამსახურს  ხელახალი ვიზიტის განსახორციელებლად  ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად განცხადებით უნდა მიმართოს და დაასაბუთოს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. დადგენილი წესის შესაბამისად, პენიტენციური სამსახური განიხილავს მის  განცხადებას  და პასუხს აცნობებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics