|
2021-10-12 11:37:30, 492 ნახვა
საზოგადოება
ლევან კაკავა იზმირში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ შეხვედრას დაესწრო
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ იზმირში, აქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების სამმხრივი შეხვედრა შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი. სამმხრივ ფორმატში, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონაღსრულებას, ასევე, საბაჟო გამშვები პუნქტების გამარტივებულ კონტროლის პროცედურებს, ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის სისტემებს (e-TIR) და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება. ლევან კაკავას თქმით: ერთობლივი, სამმხრივი საბაჟო კომიტეტი ერთგვარი ქმედითი პლატფორმა იქნება 3 ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში ოპერატიული ურთიერთქმედებისა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების მაღალ დონეზე კოორდინაციისთვის. ,,ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს მხრიდან ჩემი ხელმოწერით დადასტურებული იქნება საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი ფორმატი. ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ ერთობლივად ვქმნით საბაჟო ადმინისტრაციებს შორის წარმატებული თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოქმი უპრეცედენტოა, ვინაიდან ის უზრუნველყოფს სამ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის უახლესი პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, კანონიერი ეკონომიკური ვაჭრობის განვითარებას და სატრანზიტო დერეფნის პოტენციალისთვის ახალი ინსტრუმენტების შექმნას. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამსონ ურიდია და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)