05:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-12 10:36:30, 646 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა - ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უწყვეტ მცდელობას, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.

რეზოლუციის მიხედვით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, აზოვისა და შავ ზღვებში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვას და რუსეთის მუდმივ ძალისხმევას ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით.

რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

გარდა ამისა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლნატიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გააძლიერონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics