2021-10-11 17:42:43, 817 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემს
ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს. ასევე, ბინების კეთილმოწყობის მიზნით ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი კომპენსაცია.- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ასევე, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.
"ბათუმში, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის ჩამნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ადამიანი კი ამ დროისთვის სტაციონარში იმყოფება და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება."-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),