2021-10-10 15:12:24, 862 ნახვა
საზოგადოება
მონტენეგრო საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით მეგობრულად დგას
მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.
"გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ცხრა სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვის. მონტენეგრო საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით მეგობრულად დგას" - წერს მილო დუკანოვიჩი ტვიტერზე.
ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ადამიანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,