06:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-10 00:15:39, 937 ნახვა

პოლიტიკა
ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში აქცია მსვლელობა გამართა

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ენმ-ში განაცხადეს, რომ აქცია არ უქმდება, მაგრამ მდუმარე იქნება. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს.

აქციის მონაწილეები ენმ-ს შტაბიდან მსვლელობით დაიძრნენ და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ, სადაც შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიმართა. მან 14 ოქტომბერს თბილისში მორიგი აქცია დააანონსა და მხარდამჭერებს უთხრა, რომ ძალიან ბევრნი უნდა შეიკრიბონ.

მიუხედავად იმისა, რომ აქცია მდუმარე იყო, რამდენჯერმე მანიფესტანტებისგან გაისმა შეძახილი - "მიშა, მიშა".
შეკრებილთა თქმით, "ქართული ოცნების" დაკვეთით, საოლქო კომისია აყალბებს არჩევნების შედეგებს, რის მაგალითად მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, მმართველი პარტიის კანდიდატისთვის ხმების დამატებას ასახელებენ.

"იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რამდენიც არასოდეს ჯერ განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. და რა არის იქ შეკრების მიზეზი ხალხნო, გასაგებია ამაზე ვილაპარაკე — ჩვენი ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით", — განაცხადა მელიამ.

ამასთან, პროტესტის მიზეზი, "ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით გახდა საოლქო კომისიის დალუქულ ოთახში, ოლქის თავმჯდომარის ყოფნა, რომელიც მათი მტკიცებით "ბიულეტენებში იქექებოდა". ბრალდებებს მირანდა მესხი უარყოფს. პრეტენზიებს არც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში იზიარებენ.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics