2021-10-09 11:32:03, 547 ნახვა
საზოგადოება
გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს
35 წლის ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ნგრევაში შვილებთან ერთად მოყვა, გარდაიცვალა.
ექიმის განცხადებით, ქალის მდგომარეობა კრიტიკული იყო - ქალს გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
მანამდე გამთენიისას მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალის შვილების - 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა გუშინ დღის 12 საათზე ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკით ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,