09:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 20:18:48, 478 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - 2 ოქტომბრის არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია

2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით,  ბოლო  18 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც შეიძლება ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა, რომელსაც აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ.

2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენ არასდროს დაგვიყენებია და არ დავაყენებთ პარტიულ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ამიტომ, თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება განპირობებული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

რეალობა არის შემდეგი - ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში შეიქმნა კონკრეტული ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ორპარტიული მმართველობა, რომელსაც აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მმართველობისკენ. რისთვისაც თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო არის ის, რომ თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოების დონეზე ვიქნებით წარმოდგენილები და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ თითოეული ჩვენი მხარდამჭერის ხმის დაცვას. მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო ბესარიონ ბენდელიანს, რომელიც მეორე ტურში გავიდა ცაგერის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატურაზე და ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მაჟორიტარის, რომელიც წარდგენილია ჩვენი პარტიიდან მეორე ტურებში, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ და დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა,“- განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics