09:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 12:51:01, 626 ნახვა

პოლიტიკა
ENEMO-ს მისიის ხელმძღვანელი - ამომრჩევნლებსა და კანდიდატებზე დაშინებამ ზიანი მიაყენა საარჩევნო კამპანიას

არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციის ევროპული ქსელის (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა დრიტან ტაულამ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შეფასებები და დასკვნები წარადგინა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნები ჩატარდა ეფექტურად და გამჭივრვალეთ, უბნებზე იყო მშვიდი ატმოსფერო, თუმცა ENEMO-ს დამკვირვებლებმა, განსაკუთრებით სოფლებში, შენიშნეს უბნებზე პარტიული აქტივები.

„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტიას., თუმცა  კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში არსებული ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. დომინირებდა საერთო ეროვნულ პოლიტიკური თემები, რაც რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივ პრობლემების და  მოქალაქეებისა და მათი თემების საჭიროების დისკუსიებისა და წინადადებების წამოჭრას. ამომრჩევლებზე და კანდიდატებზე ზეწოლისა და დაშინების ბრალდებებმა ზიანი მიაყენა კამპანიას. არჩევნები ჩატარდა ეფექტურად და გამჭვირვალედ, უბნებზე ატმოსფერო მშვიდი იყო, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, განსაკუთრებით სოფლებში, შენიშნეს პარტიული აქტივები უბნებზე.

არჩევნები ჩატარდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომლის კულმინაციაც მოხდა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური მოთამაშეების ღრმა უნდობლობით ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა დრიტან ტაულამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics