10:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-03 13:48:27, 821 ნახვა

პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხერხებით, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს, სააკაშვილს უკრაინაში დავაბრუნებ

"მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება."- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის გამოიყენებს სხვადასხვა ხერხებს, რომლებსაც მისი ძალაუფლება აძლევს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნდეს.

"მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ჩვენ ყველა ამით დავკავდებით", - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიმა, ირაკლი ღარიბაშვილი გაავრცელა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics